ზლატან იბრაჰიმოვიჩი: MLS-ის რეგლამენტი სრული სისულელეა

AutoSharing Option
"ლოს ანეჯელეს გელაქსის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის რეგლამენტი გააკრიტიკა.

MLS-ში თითო კონფერენციაში 12 გუნდია, სულ კი 2 კონფერენციაა.

რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, თითოეული კონფერენციიდან 7 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გადის, სადაც უკვე გავარდნის მეთოდით ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

ამასთან ერთად, რეგულარული სეზონის გამარჯვებული პირდაპირ ნახევარფინალში გადის, ხოლო დანარჩენი 6 გუნდი დარჩენილი სამი საგზურისთვის იბრძვის.

"ეს სქემა სრული სისულელეა. როგორ შეიძლება გამოიმუშაო გამარჯვებულის ფსიქოლოგია, თუ უბრალოდ პლეი-ოფში უნდა მოხვდე? ჩემპიონობისთვის მხოლოდ პლეი-ოფის მოგება გჭირდება.

ჩვეულებრივ, სეზონის ყოველი მატჩის შედეგია მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ შეგიძლია მეშვიდე
ადგილი დაიკავო, მოხვდე პლეი-ოფში და ჩემპიონი გახდე", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Goal.com-ი.

2018 წლის სეზონში "გელაქსიმ" დასავლეთის კონფერენციაში მე-7 ადგილი დაიკავა, თუმცა მაშინ სხვა რეგლამენტი მოქმედებდა, რომლის მიხედვით, პლეი-ოფში კონფერენციის 6 საუკეთესო გუნდი ხვდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იბრა მართალია
ბაჩი
16:15 12-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული