ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა 35 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
მან "უტრეხტთან" კონტრაქტი გააფორმა და ამ გუნდის თამაშებს საკუთარი პრივატული ლოჟიდან უყურებს.
სნეიდერი "აიაქსის", "რეალის", "ინტერის", "გალათასარაის", "ნიცას" და "ალ გარაფას" ღირსებას იცავდა.
ვესლიმ ჰოლანდიის ნაკრებში 134 მატჩში 31 გოლი გაიტანა, კარიერაში კი 22 ტურნირზე იმარჯვა.