კუმანი: სნეიდერი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახალი გუნდი მჭირდება

AutoSharing Option
"ალ გარაფას" 33 წლის ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ იუწყა. მან ჰოლანდიის ნაკრებში 133 მატჩში 31 გოლი გაიტანა, მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო  ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა:"ვესლი უკანასკნელი წლების ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შესანიშნავი მოთამაშეა. თუმცა, მე ახალი გუნდი უნდა ავაშენო და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული