უეფამ ევროპის წლის ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ წლის მთავარი ინდივიდუალური პრიზის 3 ნომინანტი დაასახელა და საუკეთესოს წოდებისთვის ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული"), ლიონელ მესი ("ბარსელონა") და კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი") იბრძოლებენ.

გამარჯვებულს 29 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს გამოაცხადებენ.

აღნიშნული სამი ფეხბურთელი ხმის მიცემით გამოვლინდა, გამოკითვაში კი მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდების 80 მწვრთნელი და უეფას ასოციაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი 55 ჟურნალისტი იღებდა.

გარდა სამეულისა, უეფამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი 10-ეულიც დაასახელა:

4. ალისონი ("ლივერპული") - 57 ხმა
5. სადიო მანე ("ლივერპული") – 51 ხმა
6. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") – 49 ხმა
7. ედენ აზარი ("ჩელსი", "რეალი") – 38 ხმა
8. ფრენკი დე იონგი ("აიაქსი", "ბარსელონა") – 27 ხმა
8. მატიას დე ლიხტი ("აიაქსი", "იუვენტუსი") – 27 ხმა
10. რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი") – 12 ხმა

მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომღაც მგონია მესი აიღებს ოქროს ბურთს იმიტომ,რომ ეს ჯილდო ინდივიდუალურია.
aCiko
13:49 16-08-2019
4
ეს როლანდო, რომ არ ჩაკვეხონ ხომ არ შეიძლება რა? რა გააკეთა ისეთი , რომ სამეულში ბრძანდებოდეს?
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული