ატირებული მოურინიო: ფეხბურთი მენატრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალი", "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთში სავარაუდო დაბრუნების შესახებ საუბრისას ატირდა.

"მე, უბრალოდ, ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებდი. როცა პროფესიონალურ ფეხბურთში მოვედი, გონებაში რაღაცამ ჩამძახა- "ახლა ყველაფერი სერიოზულადაა!" ყველაფერი შეუჩერებელ რეჟიმში მიმდინარეობდა გარკვეულ დრომდე. ახლა კი ყველაფერი შეწყდა, ფეხბურთიდან სიამოვნების მიღების ნაცვლად, ახლა ის მენატრება,"- თქვა ჟოზემ და ცრემლები ვერ შეიკავა.

დაახლოებით, 8 თვე გავიდა, რაც ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. 2018 წლის დეკემბერში "ლივერპულთან" განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პორტუგალიელი "იუნატიედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ჟოზეს
ინგლისის პრემიერლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მონაგები არ არის სწორი. დასავლეთში გამიგია, მგონი იმერეთში. კუთხურია. მოგებული უნდა იყოს.
მოგებული
14:44 18-08-2019
0
ცხოვრება ისეთი კამეჩია,ნებისმიერ ხარს რომ დაამტვრევს რქებს.
სოსო
15:41 18-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული