დიეგო ფორლანი: რონალდო მთელი დღე სარკეში იყურებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ექსთავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ყოფილ თანაგუნდელ რონალდოს ეგოისტი უწოდა.

"ბექჰემისგან განსხვავებით, რონალდო გასახდელში ეგოისტი იყო. უნდოდა, სულ სარკესთან ყოფილიყო, მთელი დღე სარკეში იყურებოდა", - განუცხადა ფორლანმა "მირორს".

ფორლანმა 2002-04 წლებში "მანიუში" 98 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან ფეხბურთელის კარიერა გასულ წელს, ჰონკონგის "კიტჩიში" დაასრულა.

რონალდომ ამავე გუნდში 2003-09 წლებში 292 შეხვედრაში 118-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ ერთი საკუთარი თავი რომ ევასება ტიპს მაგას ნარცისიზმი ჰქვია და არა ეგოიზმი და ეგ რა სალაპარაკოა საერთოდ. ფორლანის საქციელს უარესი ჰქვია, ჭორაობა

ისე ფორლანმა საკუთარ შედეგებს შეხედოს და მერე ამ გენიალურის სპორტსმენის, 35 ასაკშიც რომ დაფრინავს

პ.ს. არ ვარ რონალდოს ფანი :)) ობიექტური ვარ უბრალოდ
ესეც მაგარი ჭორიკანა ყოფილა
14:21 19-08-2019
3
აუ რა დარტყმული ყოფილა ეს:):):) რა უაზრო და ტუტუცი არგუმენტია.რატომაა ეგოისტი?მოწესრიგებულად,რომ გამოდის მოედანზე,არ იფურთხება და რომ არ იდორბლება ყოველ ნაბიჯზე მაგიტომ?იმიტომაც ვერაფერი ხეირანი ვერ მოიგე მასეთ უაზრობებს,რომ ყბედობ!მახსოვს ურუგუაის და გერმანიის შეხვედრა...როგორ კარგად ასრულებდა ეს კაცი ჯარიმებს,მაგრამ ასეთი "ცალფაზიანი"თუ იქნებოდა არ მეგონა...არ დამბლოკოთ.
კარგით რა
10:47 19-08-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული