ჰონდურასში მატჩამდე შეტაკებისას 3 ადამიანი გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
ჰონდურასში საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ტრაგედია დატრიალდა.

ეს ტეგუსიგალპეში "მოტაგუასა" და "ოლიმპიას" შეხვედრის დაწყებამდე მოხდა.


"ოლიმპიას" ფანები "მოტაგუას" ავტობუსს დაესხნენ თავს, ქვები დაუშინეს და რამდენიმე ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო.


ამის შემდეგ თამაში გადაიდო, მაგრამ შეტაკებები სტადიონზე გაგრძელდა, პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია და შედეგად, ჭყლეტაში 3 ადამიანი გარდაიცვალა, 12-მა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.


უკანასკნელი ინფორმაციით გარდაცვლილია 3-ზე მეტი
ადამიანი, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერ ვერ სახელდება, რადგან რამდენიმე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ჰოსტპიტალშია მოთავსებული.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული