ბელგიელმა მეცნიერებმა პროგრამით გამოიკვლიეს - ლეო მესი ჯობია თუ რონალდო

AutoSharing Option
უკვე კარგა ხანია საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სამყარო სვამს კითხვას - რომელია უკეთესი ფეხბურთელი, მესი თუ რონალდო?

ამაზე პასუხი ბელგიელმა მეცნიერებმა სპეციალური პროგრამით გასცეს.

ქალაქ ლიოვენის უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამა "Vauling Actions by Estimating Probabilites", რომელიც ფეხბურთელთა ყველა მოქმედებას ითვლის: გოლებს, გადაცემებს, დარტყმებს, დრიბლინგებს და ა.შ.

მათ ამ ორი ფეხბურთელის მონაცემები 2013-18 წლების მიხედვით აიღეს და დაამუშავეს, როდესაც ისინი ლა ლიგაში თამაშობდნენ. მესიმ 1.21 ქულა მოაგროვა, რონალდომ კი - 0.61.

ამ გ
ამოკვლევას ზოგიერთი შეიძლება არ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დროის ამ მონაკვეთში პრიმერაზე არგენტინელი პორტუგალიელზე ორჯერ უფრო სასარგებლო იყო.

უეფა აგვისტოს ბოლოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გამოაცხადებს და ორივე სუპერვარსკვლავი პრეტენდენტთა შორისაა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მესი უფრო დიდი ტალანტია, რონალდოს უფრო მეტი ჟინი და მიზანსწრაფვა აქვს, ე.წ. “ჟილკა” რითიც ახერხებს იდგეს მესის დონეზე.

ისე კი არ არის ახალი ველოდიპედების მოგონება საჭირო. ტიტულებით და გატანილი გოლებით რონალდო არ ჩამოუვარდება მესის. ნაკრებში უფრო წარმატებულიც კია. კომპიუტერმა რაც დათვალა ეგ რომ სისულელეა იქიდანაც ჩამს რომ სინამდვილეში მესი რონალდოს ორჯერ არანაირად არ ჯობია. და ზოგადად ვინც სტატისტიკა იცის დამეთანხმება, მანდ მთავარია რისი დამტკიცება გინდა ბოლოს რა შედეგის მიღება. მონაცემებსაც შესაბამისს იღებ და ანალიზსაც შესაბამისს აკეთებ.
ვისთვის როგორ
23:05 21-08-2019
5
რონალდო სჯობია! ვისთვის როგორ. მესი ვერანაირად სჯობია რონალდოს.
....
21:51 21-08-2019
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული