ბელგიელმა მეცნიერებმა პროგრამით გამოიკვლიეს - ლეო მესი ჯობია თუ რონალდო

AutoSharing Option
უკვე კარგა ხანია საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სამყარო სვამს კითხვას - რომელია უკეთესი ფეხბურთელი, მესი თუ რონალდო?

ამაზე პასუხი ბელგიელმა მეცნიერებმა სპეციალური პროგრამით გასცეს.

ქალაქ ლიოვენის უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამა "Vauling Actions by Estimating Probabilites", რომელიც ფეხბურთელთა ყველა მოქმედებას ითვლის: გოლებს, გადაცემებს, დარტყმებს, დრიბლინგებს და ა.შ.

მათ ამ ორი ფეხბურთელის მონაცემები 2013-18 წლების მიხედვით აიღეს და დაამუშავეს, როდესაც ისინი ლა ლიგაში თამაშობდნენ. მესიმ 1.21 ქულა მოაგროვა, რონალდომ კი - 0.61.

ამ გ
ამოკვლევას ზოგიერთი შეიძლება არ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დროის ამ მონაკვეთში პრიმერაზე არგენტინელი პორტუგალიელზე ორჯერ უფრო სასარგებლო იყო.

უეფა აგვისტოს ბოლოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გამოაცხადებს და ორივე სუპერვარსკვლავი პრეტენდენტთა შორისაა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მეგობარო თვლა არ იცი?ორივეს 5-5-ჯერ აქვთ მოგებული ოქროს ბურთი,თუ ჩამოგითვალო რომელ წლებში,მაგარი დილეტანტი ხარ ფეხბურთში,თორემ ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ფეხბურთის ცოტა მცოდნემაც.მაინც გეტყვი რომ იცოდე-მესი-2009-10-11-12-15.რონალდო-2008-13-14-16-17,წელს კიდე მესი შეუგდებს კრისტინას და ექნება 6,გაიგე?
zaza-s
22 აგვისტო 2019 07:42
2
ბოლო 5 წლის განმავლობაში რონიმ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო,ევროპის პირველობა და წელს ევროპის ლიგის თასი,ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ბურთი გაიტანა აქედან 3 ესპანეთის ძლიერ ნაკრებს.ახლა თქვენთვის მომინდია მესის საერთაშორისო ტიტულების ჩამოთვლა და აუცილებლად ლივერპულთან 4-0 გაფარჩაკებით დაიწყეთ.
ფეხბურთი კაცების სპორტია
22 აგვისტო 2019 17:29
2
შენს ჩამონათვალში გამოგრჩა ჩ.ლ.-აზე აიაქსთთან, შენი რონის გაფარჩაკება, ელ კლასიკოებიც არ დაგავიწყდეს და მესის გატანილი ბურთებიც.
koba
24 აგვისტო 2019 22:34
0
რა შუაშია ტიტულები, მასე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია ფრანგი კრისტიან კარამბე, იოჰან კრუიფს კი ეს არცერთი არააქ მარა, მერე რა კარამბე ჯობია კრუიფს?დდდ
Kkk
22 აგვისტო 2019 17:46
0
ესეიგი რონალდო არ არის ტალანტით დაბადებული? მესი დაბადებით ტალანტიაო რას ნიშნავს? მასეთი ტალანტით დაბადებულები საქართველოშიც იყვნენ და არიან. მაგალითად ქინქლაძე. მთავარია ვის რა აქვს ნათამაშები. რონალდოს მარტოს გადაუწყვეტია მატჩების ბედი მესის არა.
ika
22 აგვისტო 2019 12:24
2
იკა-ს მაგ სიმართლით იარე!
შენმა კრისტინკამ მარტო არა, იხვის ტოლმა მოიგო..
24 აგვისტო 2019 22:38
0
მესის გაეტანაო რომ ამბობ და თან რონალდო დაამტვრიეს ბინძურად მოთამაშე ფრანგებმაო.ის ფრანგები იყვნენ ზუსტად ორ წელიწადში მსოფლიო მოიგეს და შენმა რინიმ კუნძულზე დაისვენა.რა შეეხება მესის გაეტანაო ის ბურთი რა იგუაინმა გამაზა ფინალში მესი და თუგინდ რონალდო ასიდან ას გაიტანდა
თემური
22 აგვისტო 2019 14:40
0
რონალდომ რეალი დატოვა და რეალი დაინგრა, აქედან ჩანს, რონი ვინ არის. რონის შეუძლია ჰეთრიკები და მარტომ გადაწყვიტოს ნაკრების თუ კლუბის ბედი. მემგონი დროა, პელე მოაშორონ და რონი დასვან მეფის ტახტზე. მესიც მაგარია, მარა ჩემთვის რონი უფრო მაგარია. რა კოკაინ-მარადონა და პელე. დაბერდნენ რაღა დროს ისინია?
321
22 აგვისტო 2019 12:19
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული