"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ მონაკოში გამართულ დაჯილდოებაზე უეფას პრეზიდენტის ჯილდო მიიღო.
კანტონამ ჯილდო პირადად უეფას პრეზიდენტისგან, ალექსანდ ჩეფერინისგან მიიღო.
"ეს ჯილდო, უნიკალური ნიჭის, შეუდარებელი სათამაშო სტილისა და ქარიზმის მქონე დიადი ფეხბურთელის კარიერის აღიარების გარდა, იმის მანიშნებელია, თუ ვინ იყავით და ვინ გახდით - ადამიანი, რომელიც კომპრომისებზე უარს ამბობს და თავის აზრს აფიქსირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავის საქმეში სულსა და გულს დებს და მხარს უჭერს ისეთ საქმეებს, რომლებისაც სჯერა", - აღნიშნა ჩეფერინმა ჯილდოს გადაცემამდე.
ხოლო კანტონა, რომელიც ცნობილია ჰუმანიტარული საქმიანობით, მოულოდნელი სიტყვით გამოვიდა და ყველა გააკვირვა.
"ღმერთებისთვის ვართ, როგორც ბუზები ბიჭებისთვის: ჩვენი წვალება მათი გართობაა (ციტატა "მეფე ლირიდან", შექსპირი). მალე მეცნიერება უჯრედების დაბერების შენელებას კი არა, მათ გაჩერებას შეძლებს და უკვდავები გავხდებით.
მხოლოდ უბედური შემთხვევა, კრიმინალი და ომები თუ მოგკვლავენ. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა იზრდება.
მე მიყვარს ფეხბურთი! მადლობა", - თქვა კანტონამ, რომლის სიტყვას მთელი დარბაზი ჩუმად უსმენდა და მხოლოდ დასრულების შემდეგ დაუკრა ტაში.
კანტონას სიტყვის დროს კამერამ მესისა და რონალდოს სახეებიც დააფიქსირა.
მესისა და რონალდოს ჰეგემონია დასრულდა? - უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"ბარსელონა" სიკვდილის ჯგუფში მოხვდა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა