რადამელ ფალკაოს "გალათასარაიში" ათასობით ფანი დახვდა

AutoSharing Option
33 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო "მონაკოდან" "გალათასარაიში" გადავიდა.

ფალკაოს მონეგასკურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და "გალათასარაიმ" ხელში მუქთად ჩაიგდო.

სტამბოლში სამხრეთამერიკელ ფორვარდს ზარზეიმით "გალათასარაის" ათასობით ფანი დახვდა.

მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.

ფალკაომ გასულ სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 15 გოლი (3 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ფალკაო არ ყოფილა დიდი ფეხბურთელი თურმე და ლევან შენგელია ვარსკვლავებს წყვეტს ვაი ვაი ცოტა აზრი დაატანეთ რაღაცას რომ წერთ ფალკაოს რო აქვს გაკეთებული ის გასკეთოს შენგელიამ და შენგელია თუ იმსახურებს ეგეთ დახვედრას მაშინ ფალკაოს ძეგლი უნდა დაუდგან
ზაზა
03 სექტემბერი 2019 12:57
0
ბოდიში ავტორ მარა მოყვარულის დონეზეც არ იცი ფეხბურთი!
barsa
03 სექტემბერი 2019 12:23
0
ფალკაო არაა დიდი ვარსკვლავი და ლევან შენგელიაა ხო?! :)
ააა
03 სექტემბერი 2019 09:26
0
ჰო, ჩისკო მუნიოსი ჯობს, ლამის ძეგლი რომ დავუდგით თავის დროზე :D
შეტევა
03 სექტემბერი 2019 09:08
0
სტატიის ავტორმა აშკარად არაფერი იცის რადამელ ფალკაოს კარიერის შესახებ . ზუსტადაც რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორვარდი იყო კარიერის პიკზე. ამ კომენტარს არ გამოაქვეყნებთ მაგრამ მაინც :) მეტი განათლება :)
Tom
03 სექტემბერი 2019 08:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული