"მონაკოს" თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს მამა, 62 წლის რადამელ გარსია ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა.
რადამელ გარსიას გულის შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რადამელ გარსია კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი იყო და 1980 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზა.
მამის გარდაცვალების გამო ფალკაო სამშობლოში გაემგზავრა და საფრანგეთის თასზე "კანე-რუსიიონთან" არ ითამაშებს.