მარადონა: მესის ვუთხარი, რასაც ახლა გასწავლი, "ოსკარს" ამისთვის არავინ მომცემს, თუმცა...

AutoSharing Option
დიეგო არმანდო მარადონამმოჰყვა, თუ როგორ სწავლობდა საჯარიმო დარტყმების შესრულებას ლიონელ მესი, როცა მარადონა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

"მე საუკეთესო ფეხბურთელის მწვრთნელი ვიყავი - ლიონელ მესის. საწინააღმდეგოს ვერავინ ვერასდროს დამიმტკიცებს, რადგან ლეოს 5 მოწინააღმდეგის მოტყუება უპრობლემოდ შეეძლო, ის ფენომენია. თუმცა მას საჯარიმოების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ლეოს ვტოვებდით და საჯარიმო დარტყმებში ვავარჯიშებდით. მალე ბურთის ძელისთვის გარტყმა დაიწყო.

მე მას არ ვასწავლიდი, თუ როგორ შეესრულებინა დარტყმები. ლეომ მკითხა, თუ როგორ გამომდიოდა გოლების გატანა ასეთი სიტუაციებიდან. მე ვუთხარი, "ლეო,
შენ უბრალოდ ბურთს ცენტრში უნდა დაატყა ფეხი. თუმცა ამის სწავლებისთვის მე "ოსკარს" არავინ მომცემს". მან კი მიპასუხა: "მე შუაში ვურტყამ ბურთს, თუმცა ის სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავს".  მე კი ვუპასუხე: "არ ინერვიულო, შენ გამოგივა". ახლა ხომ ხედავთ, საჯარიმო დარტყმების დროს თითქმის არ აცილებს ბურთს", - უთხრა მარადონამ Goal.com-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ტიპია,ბელორუსში რაღა უნდოდა.ერთხელ ჩავიდა ბრესტში და იმის მერე როგორც მე არ ვყოფილვარ,ისე მაგი არ ყოფილა.
კახა ქ.
23:00 09-09-2019
0
დიეგო შენ კი არა, თვითონ ლეოს დაეხმარა თავისი ბრწყინვალე ნიჭი.
შენი ნასწავლი არ დაიშვას დაბოლილო.
13:21 10-09-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული