ნიკოლაი გიორგობიანი "უფას" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
22 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი ბადრის ძე გიორგობიანი გულშემატკივრებმა აგვისტოს თვეში "უფას" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ ის რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს, იქამდე კი დაბალი დივიზიონის გუნდებში ასპარეზობდა და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც არ მიუწვევიათ.

გიორგობიანი სოჭშია დაბადებული, ამავე ქალაქის გუნდში დაიწყო თამაში, შემდეგ კი "არმავირისა" და "ჩაიკას" ღირსებას იცავდა.

"უფას" ღირსებას აგრეთვე საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე იცავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომღაც უეფა წავიკითხე :D
naruto
03:05 10-09-2019
0
instagramze vnaxe adre da jiqiasavit garusebuli ar chanda nagdad piriqit saqartveloze bevri rahac qonda mokled tu ase gaagrdzela vnaxof
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული