ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის დასახელება - კონფერენციათა ლიგა, რომელიც სტარტს 2021 წელს აიღებს.
მისი ფორმატი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება, 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ 1/8-ფინალში.
ჯგუფების მეორეადგილოსნები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს პლეი-ოფში გასასვლელ მატჩებში შეხვდებიან.
კონფერენციათა ლიგის გამარჯვებულს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ექნება - აი, ესაა მთელი მისი "ხიბლი" და დიდი ალბათობით, პოპულარობით ყოფილი ინტერტოტოს თასის მსგავსი იქნება.
ამ ტურნირზე ითამაშებენ ჩვენნაირი ქვეყნების ის გუნდები, რომლებიც დღეს ევროპის ლიგაზე თამაშობენ და იქ ჩვენ აღარ დაგვიშვებენ. ჯამურად მონაწილე კლუბების რაოდენობა დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ ევროპა ლიგა რჩეული ქვეყნებისთვის დარჩება მხოლოდ.
უეფას პრეზიდენტი საკალათბურთო ქვეყნიდან რომ გეყოლება, საკალათბურთო ევრო აურზაურის გადმოღებაც არ უნდა გაგიკვირდეს.
'
დაახლოებით ევროპა ლიგის სიძლიერის ტურნირი გამოვა ფაქტიურად და ძაან კაია, იმედია უფრო მეტი შანსი ექნებათ ქართულ კლუბებს!