ახალი ევროტურნირი - როგორი იქნება კონფერენციათა ლიგა?

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის დასახელება - კონფერენციათა ლიგა, რომელიც სტარტს 2021 წელს აიღებს.

მისი ფორმატი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება, 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ 1/8-ფინალში.

ჯგუფების მეორეადგილოსნები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს პლეი-ოფში გასასვლელ მატჩებში შეხვდებიან.

კონფერენციათა ლიგის გამარჯვებულს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ექნება - აი, ესაა მთელი მისი "ხიბლი" და დიდი ალბათობით, პოპულარობით ყოფილი ინტერტოტოს თასის მსგავსი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთადეღთი რატომაც მივესალმები ამ ტურნირს არი ის რომ ჩვენი გუნდებისთვის შანსი იქნება გამოცდილების მისაღებად და კლასის ასამაღლებლად,რაც ნაკრებების დონეზე ერთა ლიგამ მოგვცა
gogia
10:42 12-09-2019
2
ინტერტოტოს გათამაშებას ათი თავით ჯობია!
დაახლოებით ევროპა ლიგის სიძლიერის ტურნირი გამოვა ფაქტიურად და ძაან კაია, იმედია უფრო მეტი შანსი ექნებათ ქართულ კლუბებს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
08:40 12-09-2019
0

სიახლეები პოპულარული