რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა - ალეკსანდრ კოკორინმა და პაველ მამაევმა ციხეში წელიწად-ნახევრის გატარების შემდეგ საპატიმრო დღეს, 17 სექტემბერს დატოვეს და კარიერასთან დაკავშირებული შეთავაზებები უკვე მიიღეს.
კოკორინის ადვოკატის განცხადებით, ალეკსანდრმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი და დიდი ალბათობით, კლუბში მინიმუმ ზამთრამდე ითამაშებს.
ხოლო, რაც შეეხება პაველ მამაევს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი აქვს "კრასნოდართან", პირადი მწვრთნელის ინფორმაციით, მისი სამსახურით სტამბულის "გალათასარაი" არის დაინტერესებული და ამ ტრანსფერში ხელი შესაძლოა მხოლოდ ვადამდე ადრე გათავისუფლების ხელშეკრულებამ შეუშალოს.
რუსი ფეხბურთელები გასულ წელს დააკავეს. მოსკოვის ერთ-ერთ ბარში ფეხბურთელებმა
თავიანთ მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად ერთ-ერთ საჯარო მოხელეს სკამით სცემეს. იქამდე კი ქუჩაში ახალგაზრდა კაცი უმოწყალოდ გალახეს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით