კაზემიროს სახლი მაშინ გაძარცვეს, როცა შინ ფეხბურთელის ცოლ-შვილი იყო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაზემიროს სახლი მადრიდული დერბის დროს გაძარცვეს, თან ამ დროს სახლში კაზემიროს ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

საბედნიეროდ, მძარცველები კაზემიროს მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს არ შეხებიან. აღსანიშნავია ის, რომ ეს "რეალის" ფეხბურთელების სახლის პირველი ძარცვა არაა და მადრიდულმა კლუბმა მოთამაშეებს სიფრთხილისკენ აქამდეც მოუწოდა.

მიღებული ზომების მიუხედავად, ძარცვები გრძელდება. არაა გამორიცხული, მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იცით რა მიკვირს? დარწმუნებული ვარ ყველას დაცვა ეყოლება და ვიდეო კამერები, ასე როგორ იპარებიან ეს ქურდები, რომ ვერავინ ხედავს, მაშინ გამოდის უჩინმაჩები ქურდავენ.
ვასკა
16:03 30-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული