ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაზემიროს სახლი მადრიდული დერბის დროს გაძარცვეს, თან ამ დროს სახლში კაზემიროს ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
საბედნიეროდ, მძარცველები კაზემიროს მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს არ შეხებიან. აღსანიშნავია ის, რომ ეს "რეალის" ფეხბურთელების სახლის პირველი ძარცვა არაა და მადრიდულმა კლუბმა მოთამაშეებს სიფრთხილისკენ აქამდეც მოუწოდა.
მიღებული ზომების მიუხედავად, ძარცვები გრძელდება. არაა გამორიცხული, მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდეს.