დანი ალვეშს მატჩისას ბზიკები შეესივნენ

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, ბრაზილიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, "სან პაულუსა" და "ფორტალეზას" მატჩისას (2:1), უცნაურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

როდესაც მასპინძელთა გუნდის მცველი დანი ალვეში კუთხურის მოწოდებას აპირებდა, ბზიკები შეესივნენ და დაკბინეს. თურმე, კუთხურის ალამზე ბზიკები იყვნენ და ახლოს მიახლოების საშუალებას არავის აძლევდნენ. ამის გამო თამაში ცოტა ხნით შეწყდა.

მდგომარეობა "ფორტალეზას" ფეხბურთელმა განმუხტა, რომელმაც სახეზე მაისურა აიფარა და ალამი შორს მოისროლა.

ალვეში "სან პაულუში" ზაფხულში პსჟ-დან გადავიდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული