პიერლუიჯი კოლინა: VAR არათუ არ კლავს, არამედ აძლიერებს ემოციებს

AutoSharing Option
ყოფილმა მსაჯმა, იტალიის მსაჯთა ასოციაციის ასისტენტმა, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა და უეფას მსაჯთა კომიტეტის წევრმა, ყველა დროის საუკეთესო მსაჯად აღიარებულმა პიერლუიჯი კოლინამ football-italia-სთან VAR-ის სისტემაზე ისაუბრა.

"ისეთი განცდა მაქვს, VAR სულ არსებობდა, არადა, 5 წლის წინ იქნა შექმნილი. ეს მსაჯისთვის, უბრალოდ, ვიზუალური დამხმარე საშუალება უნდა ყოფილიყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სანდოობას ეხებოდა, ტექნოლოგიის სისწრაფე კი საგრძნობლად არის გაზრდილი. იმას, რასაც ახლა 1 წუთი სჭირდება, 2014 წელს 5 წუთი სჭირდებოდა. ჩვენ ტექნოლოგიის განვითარებაზე მუდმივად ვმუშაობთ და 5 წელიწადში ის დღევანდელისაგან
სრულიად განსხვავებული იქნება.

რა თქმა უნდა, ლოდინი არავის უყვარს, თუმცა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პროგრამის შექმნა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს და მაშინვე გაჩვენებს გამეორებებს 20 სხვადასხვა რაკურსიდან.

არ მიმაჩნია, რომ VAR გოლის აღნიშვნის ემოციებს კლავს, პირიქით, ის აძლიერებს მათ. ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შეუძლიათ გოლი ორჯერ აღნიშნონ - როცა გოლი გავა და როცა მას დაადასტურებენ", - განაცხადა ლეგენდარულმა არბიტრმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული