თურქი ფეხბურთელების სამხედრო მისალმებას უეფა გამოიძიებს - 13 აგვისტოს დაიჯესტი

AutoSharing Option

2. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

3. ცნობილი გახდა, თუ როგორი იქნება ბათუმის "დინამოს" ახალი ბაზა.

4. დანილ მედვედევმა შანხაიში გაიმარჯვა და როჯერ ფედერერს მიუახლოვდა.

5. ნიკანორ მელიამ თბილისის "დინამოსა" და ჩისკოზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

6. ნეიმარმა ისევ ტრავმა მიიღო, ბრაზილიამ ისევ ვერ მოიგო, არგენტინის ნაკრებმა ეკვადორი გააბითურა.

7. შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა "მონბუსთან" მოგებულ შეხვედრაში. ბექა ბურჯანაძემ თავის ყოფილ გუნდს 20 ქულა ჩაუგდო.

8. საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა.

9. ბათუმის "დინამო" თურქეთის სუპერლიგის გუნდს დაუზავდა.

10. თბილისის "დინამომ" "დორტმუნდიც" დაამარცხა და ვილნიუსის ტურნირი გოლგაუშვებლად მოიგო.

11. ევრო 2020. საკვალიფიკაციო: კაცნაკლულმა გერმანიამ იმარჯვა, პოლონეთი და რუსეთი ევროპირველობაზე გავიდნენ.

12. საქართველოს ნაკრები გიბრალტარში დანაკლისით ჩავიდა.


14. ალბანეთთან მოგებულ შეხვედრაში ტოსუნის მიერ გატანილი გოლის შემდეგ თურქმა ფეხბურთელებმა სამხედრო მისალმების ჟესტი აჩვენეს და როგორც ცნობილი გახდა, ეს მისალმება სირიაში შეჭრილ თურქ სამხედროებს მიემართებოდათ. უეფას წესდების მიხედვით, მსგავსი რამ აკრძალულია და აქედან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ გამოძიება დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აგვისტოს დაიჯესტი ოქტომბერში ცოტა დავიანებული ხომ არაა? ამ თვის დაიჯესტი დეკემბერში უწევს.
მოჩქარე
18:00 15-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული