შერმადინის 19 ქულა, 8 მოხსნა და MVP-ის ტიტული "მონბუსთან" მოგებულ შეხვედრაში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესოა. ქართველ ფორვარდს ქებული გარჯა ამჯერად მოგებით დაუფასდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მისმა "იბეროსტარმა" "მონბუს ობრადორიოს" ტენერიფეში უმასპინძლა და 90:78 სძლია. მე-3 პერიოდის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო და ის 12-ქულიანი უპირატესობა, რითაც ტენერიფელებმა საბოლოოდ იმარჯვეს, "იბეროსტარმა" ბოლო ათწუთეულში მოიპოვა.

ქართველი ლეგიონერი მატჩის MVP გახდა. შერმადინმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა მოედანზე 25:47 წუთი გაატარა და 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში შერმადინს
5 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მატჩში უმეტესი სარგებლიანობის ინდექსი - 23 გაეფორმებინა და MVP-ის ტიტულს დაპატრონებოდა. ქართველ ცენტრს მხარი აუბეს საშუ სალინმა (13 ქულა) და მარსელინიო ჰუერტასმა (14).

4 მატჩიდან 2 მოგებით "ტენერიფე" მე-8 ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში, 20 ოქტომბერს, სტუმრად "მანრესას" შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული