ნაციზმი ფეხბურთში - No Respect, ანუ რა მოხდა ბულგარეთში

AutoSharing Option
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეწყდა და გარკვეული დროის შემდეგ გაგრძელდა. ამის მიზეზი მოედანზე შეკრებილი ნაცისტი გულშემატკივარი იყო, რომელმაც ინგლისელთა მცველის, მინგსის მისამართით მაიმუნთან დაკავშირებული ხმების გამოცემა დაიწყო და ნაცისტური მისალმების ჟესტებს გამოხატავდა.

თამაშამდე 5 დღით ადრე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მათ რასიზმის პრობლემა არ ჰქონდათ. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობდა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ინგლისში უფრო მეტად არის პრობლემა რასიზმი,
ვიდრე ბულგარეთში.

შეხვედრა პირველად 28-ე წუთზე გაჩერდა. ინგლისელების პროტესტამდე არც უეფას კომისარმა და არც მატჩის არცერთმა არბიტრმა ამ საკითხზე ყურადღება არ გაამახვილეს. ჯერ რაჰიმ სტერლინგი მივიდა ლაინსმენთან და უთხრა: "ვერ გაიგონე?", საქმე ეხებოდა სტერლინგის მისამართით გამოცემულ მაიმუნის ხმებს. ლაინსმენმა, რომელმაც ყველაფერი გაიგონა, სტერლინგის კითხვა დააიგნორა, თუმცა ინგლისელთა კაპიტანი ჰარი კეინი მატჩის ხორვატ მთავარ არბიტრთან მივიდა და ზომების მიღება მოითხოვა. დიქტორმა გამოაცხადა, რომ რასიზმი ფეხბურთში მიუღებელი იყო და მოუწოდა გულშემატკივრებს, შეეწყვიტათ მსგავსი საქციელი. თუმცა, არაფერი შეწყვეტილა და 41-ე წუთზე მეორედ, დიდი ხნით შეჩერდა თამაში. ნაცისტურ ჯგუფს, სახელად "LAUTA ARMY", მოედანი დაატოვებინეს, მაგრამ იგივე ქცევები მეორე ნახევარშიც გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჰიმნის შესრულებასაც ბულგარელთა ნაწილი ნაცისტური მისალმებითა და შეურაცხმყოფელი ჟესტებით შეხვდა.

ინგლისის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ უეფადან მკაცრ სასჯელს ელოდება და რასიზმი მისაღები არსად არ უნდა იყოს. ინგლისის ნაკრების ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს. ასევე, მარკუს რაშფორდმა მადლობა გადაუხადა ბულგარელთა კაპიტან იველინ პოპოვს, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მივიდა ადგილობრივ გულშემატკივართან და რასისტული მოქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა.

სამწუხარო ის გახლავთ, რომ მსგავსი მოქმედებები უცხო თითქმის არცერთი ქვეყნისთვის არაა. ზოგან უფრო მძლავრად არის გაღვივებული, ზოგან ნაკლებად. თუმცა, ამ პრობლემას რომ უეფას სანქციები ვერ უშველის, ესეც ფაქტია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მასეთი გარეწრები სტადიონს არ უნდა მიაკარო!
ადამიანების მოძულეთა ადგილი არაა სპორტში.
5
ყველა ქვეყანაში დაბალი დონის ხალხი რომელიც არაფრის შემქმნელი და გამკეთებელი არ არის უნდათ რომ თავისი "უპირატესობა" რაღაცით მაინც აჩვენოს და ეგ "უპირატესობა" თეთრი კანი ჰგონიათ.
გუჯი
07:59 16-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული