ქალთა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა. ამის შესახებ ინფორმაცია ფიფამ გაავრცელა.
დაახლოებით 993.5 მლნ ადამიანი - სატელევიზიო აუდიტორია, ხოლო 481.5 მლნ ციფრული პლატფორმაა.
აშშ-სა და ჰოლანდიას შორის (2:0) ფინალს პირდაპირ ეთერში 260-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.
ფიფაში აღნიშნავენ, რომ საშუალოდ ერთი მატჩის აუდიტორია წინა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.
საფრანგეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლაცია მსოფლიოს 205 ქვეყანაში მიმდინარეობდა.