გულშემატკივართა რასიზმის გამო ბულგარეთის ნაკრები ჩეხეთთან მატჩს მაყურებლების გარეშე ჩაატარებს

AutoSharing Option
გულშემატკივართა რასიზმის გამო ბულგარეთის ნაკრები დასაჯეს.

ბულგარეთის ნაკრების ევროშესარჩევი მატჩი ინგლისის ეროვნულ გუნდთან რასისტული შეძახილების გამო ორჯერ შეწყდა და უეფამ გადაწყვიტა, რომ შემდეგი საშინაო შეხვედრა მაყურებლების გარეშე უნდა ჩაატაროს.

ამას გარდა, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია 75 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

მომხდარი ფაქტის გამო გადადგნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი და ნაკრების მწვრთნელი კრასიმირ ბალაკოვი.

შემდეგ მატჩს საკუთარ მოედანზე ბულგარეთი 17 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული