ბულგარელთა მწვრთნელი: 5 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა - შედეგით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მიღწეული ფრის (0:0) შემდეგ, პრესკონფერენციაზე კომენტარი ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა გეორგი ივანოვმა გააკეთა:

"სამწუხაროდ, 5 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ჩვენი გეგმა იყო, მათი დანაკლისიდან გამომდინარე გვეთამაშა. ამის გამო, შეხვედრა ძირითადად კონტრშეტევებზე ავაგეთ.

სიტუაციიდან და წინა მატჩიდან გამომდინარე ვეცადეთ, დაცვაში თამაში გაგვეძლიერებინა. კმაყოფილი ვარ შედეგით იქიდან გამომდინარე, რა სიტუაციაშიც ამ დაპირისპირებისათვის ვემზადებოდით.

დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც გვერდით ყველანაირად დაგვიდგა და ჩვენი დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია.

ტოდორ ნედელევი უკვე კონტაქტურია, მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ნაკრების ექიმი მასთან დარჩება, სამშაბათს
კი საქართველოში მისი ოჯახის წევრები ჩამოვლენ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული