კვეკვესკირი: მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა

AutoSharing Option
ბულგარეთთან ერთა ლიგაზე ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო იყო. თითქოს მთელი ერი შეიკრა ჩვენ გარშემო წინა წარმატებების და გამარჯვებების გამო. მართლა ძალიან დადებითი ემოცია მოდიოდა და გვეხმარებოდა გულშემატკივარი.

სამწუხაროა, რომ ეს შედეგში ვერ ავსახეთ და საფეხბურთო დღესასწაული ბოლომდე გამარჯვებით ვერ დავაგვირგვინეთ. გულშემატკივარს მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, ისინი გვაძლიერებენ, მიუხედავად ასეთი მჭიდრო საფეხბურთო გრაფიკისა, არანორმალური გრაფიკია 10 დღეში ოთხი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. რომ არა გულშემატკივრები, ალბათ, ამის გაკეთებაც რთული იქნებოდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მომენტები ვერ ავსახეთ გოლში, ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და მათთვის ზეიმის ჩუქება. დღეს არავის დამარცხება არ არის იოლი. მით უმეტეს, როდესაც ზედიზედ ორ მატჩს ეთამაშები მართლა კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბულგარეთის ნაკრებს, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისეთი მჭიდრო დაცვის გარღვევა, როგორიც ბულგარეთმა მოაწყო საკუთარ საჯარიმოში, ძნელი იყო. ამიტომ უნდა გამოგვეყენებინა ის მომენტები, რომლებიც შევქმენით.

ამ ერთა ლიგის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 10 ქულა გვექნებოდა ოთხი თამაშის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველა დაუფიქრებლად თანახმა იქნებოდა. ამ გადმოსახედიდან კარგი შედეგია, მაგრამ რა თამაშსაც და ხარისხსაც გუნდი აჩვენებდა, რამდენი გოლიც გაგვქონდა, როგორ ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა. იმიტომ, რომ წარუმატებლობა არის ასეთი ნაკრებისთვის, როგორიც ჩვენ გვყავს, სავსე "დინამო არენაზე" რომ ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას".

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიახ!!! ფეხბურთს თამაშობს ჩვენი საქართველოს ნაკრები, ფეხბურთს!!!30 წელიწადია მთელი საქართველო ამას ელოდებოდა!!! აშკარა პროგრესი სახეზეა, წინ საქართველო!!! ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. არაფერი ასე არ აერთიანებს ერს, როგორც წარმატება ფეხბურთში!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
11:12 14-06-2022
0
მადლობა ბიჭებს მადლობა სანიოლს. 95 წუთი შეტევის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ძალიან მაგარი თამაში იუო. უბრალოთ საფეხბურთო ღმერთი არ იყო ჩვენს მხარეს და ვერ მოვიგეთ. 2 ისეთი მომონტი გვქონდა და თანაც პენალტი არ დაგვიდეს. ახლა მეცოდება მაკედონია 23 სექტემბერს შესაცოდებელი. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები უარეს დღეში ჩააგდებენ. ფრეც რომ დამთავრდეს ბურთი ექნებათ თავზე გადახეული. ღმერთი ჩვენსკენ. მიყვარხართ ყველა ვინც ოდნავ სასიკეთოს აკეთებს ჩვენი ჯვაროსნებისთვის.
roma bejanidze
21:00 13-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული