ქალმა მსაჯმა კაკას ყვითელი ბარათი მასთან სელფის გადაღების მიზნით უჩვენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ისრაელისა და ბრაზილიის ნაკრებთა ლეგენდების მატჩის დროს სახალისო შემთხვევა მოხდა და მატჩის მთავარმა არბიტრმა "მილანისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილ ვარსკვლავ კაკას ყვითელი ბარათი მასთან სელფის გადასაღებად უჩვენა.

შეხვედრის 50-ე წუთზე ქალმა არბიტრმა კაკა გააფრთხილა, მაშინვე მობილური ტელეფონი ამოიღო და მასთან სელფი გადაიღო. ამის მომსწრე რივალდომ სიცილი ვერ შეიკავა.

შეხვედრა ბრაზილიელებმა მოიგეს - 4:2. 37 წლის კაკამ კი კარიერა 2 წლის წინ დაასრულა. "ოქროს ბურთის" მფლობელი ფეხბურთელი ბოლოს ამერიკულ "ორლანდო სიტიში" თამაშობდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული