
სანამ ევროპაში შესარჩევის მატჩები მიმდინარეობდა, ბრაზილიაში წყნარად, მშვიდად კაკას ქორწილი გაიმართა.
"მილანის" ლეგენდის რჩეული მოდელი კაროლინა დიასი გახდა. ორი წლის ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
![კაკა ბრაზილიაში ქერა მოდელზე დაქორწინდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1ff03ee64c9b11c6761672a5e5914a2c.jpg)
ქორწილში მხოლოდ წყვილის უახლოესი ადამიანები იყვნენ დაპატიჟებულები.
აქვე გეტყვით, რომ კაკა ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. 2005 წელს ის კაროლინა სელიკოზე დაქორწინდა. 10-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მათ ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.
როგორც ჩანს, კაკას სახელი კაროლინა ძალიან მოსწონს.