ცნობილი გახდა ევროპული კლუბების ასოციაციისა და ევროპელი საფეხბურთო აგენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული Globe Soccer Awards - 2019-ის ნომინანტები.
ღონისძიებაზე, რომელიც 29 დეკემბერს დუბაიში გაიმართება, სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენენ გამარჯვებულს. ყველაზე პრესტიჟული, ბუნებრივია, 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოა, რომელზეც შემდეგი მოთამაშეები არიან წარდგენილები:
- კრიშტიანო რონალდო
- ლიონელ მესი
- ბერნარდო სილვა
- მოჰამედ სალაჰი
- ალისონი
- სადიო მანე
- ვირჯილ ვან დეიკი
ცერემონიაზე ასევე გამოავლენენ საუკეთესო მწვრთნელს, საუკეთესო კლუბს და ა.შ. შარშან Globe Soccer Awards-ის მთავარი პრიზის მფლობელი პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო გახდა.