კარლოს ტევესი: მესის ბევრი რამ ბუნებრივად აქვს, რონალდო სულ ვარჯიშობს

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ყოფილ თანანაკრებელ ლეო მესიზე და ყოფილ თანაგუნდელ რონალდოზე ისაუბრა.

"მესი რონალდოს დარი არ არის. მას ბევრი რამ ბუნებრივად აქვს, ხოლო დანარჩენზე მუშაობს.

საჯარიმოებს ძალიან კარგად ვერ ასრულებდა, ახლა კი კუთხეებში "აჭედებს". ამას ვარჯიშით მიაღწია.

რონალდო მთელ დღეს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს. როდესაც ვარჯიში 9 საათზე გვეწყებოდა, 8 საათზე მივდიოდი და ის უკვე იქ იყო. შემდეგ 18.30 საათზე მივდიოდი და ისევ იქ იყო.

ერთხელ ბაზაზე 6:30 საათზე მივედი და მაშინაც იქ დამხვდა. გამოუძინებელი იყო, მაგრამ ვარჯიშობდა", -
ციტირებს ტევესს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ორივე მაგარი ფეხბურთელია, შედარების დროს რაღაც მიზეზს იპოვი რათქმაუნდა მაგრამ ეს არაფრად ღირს მათ თამაშთან შედარებით,ორივე ძალიან უყვარს გულშემატკივარს, მთავარია კიდევ დიდხანს იყვნენ ჯანმრთელად, კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებენ.
ზაალი
03 ნოემბერი 2019 06:11
0
მესი "გენიაა" ოღონდ ვილიარეალთან,ლევანდესთან და სხვა არიფებთან.ხოლო ნაკრებში და მნიშვნელოვან თამაშებში ეს "გენია" როგორ გადაიქცევა ხოლმე მთხლედ იქნებ ახსნად.რონალდუ ერთი უბრალოა მაგრამ საუკეთესოა ჩემპიონთა ლიგაზე,ნაკრებში იმდენი ბურთი აქვს გატანილი მესი 100 წელიწადში ვერ გაიტანს.გამოდის ნაჯობნი აქვს "გენიისთვის"
ვაშა "გენიას"
02 ნოემბერი 2019 17:53
4
ვაშააააააა! პარანოიკ "გენიას "ამაშია საქმეს"
ვაშაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!
04 ნოემბერი 2019 10:20
0
ბარსას ქომაგო, ამაშია საქმეს, ამაზე პასუხი ნამდვილად არ ექნება.
giorgi
03 ნოემბერი 2019 12:04
0
ყველა გამოხმაურება
თავისი ადგილი რომ იცოდეს მაგ რონალდუმ, უკეთესი იქნებოდა. რაც არ უნდა ვარჯიშობდე გენიას როგორ უნდა გაეჯიბრო, მესის ჯობნა როგორ უნდა მოინდომო თუ ავადმყოფი არ ხარ.
1
01 ნოემბერი 2019 20:32
13
ნაღდად მართალს ამბობ. მესი, მესია! მასთან ვერავინ მოვა.
კახა
02 ნოემბერი 2019 17:39
3
როგორც გავიგე რონალდო ჩვეულებრივი ფებურთელია, მაგრამ ბევრს ვარჯიშობს. ივარჯიშე და რონალდოობა გარანტირებული გაქვს.
მიხო
01 ნოემბერი 2019 20:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული