თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი, 25 წლის დმიტრო ივანისენია, რომელიც ამჟამად ლუგანსკის "ზორიას" ღირსებას იცავს, უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს.
ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა ეროვნულმა გუნდმა ვადამდე მოიპოვა ევროპირველობის საგზური, თანაც ვერ ითამაშებენ ტარას სტეპანენკო, ალეკსანდრ ზინჩენკო და ვიტალი ბუიალსკი და ივანისენიას შანსი მიეცემა.
უკრაინის ნაკრები 14 ნოემბერს ზაპოროჟიეში ამხანაგურ მატჩში ესტონეთს შეხვდება, ხოლო 17 ნოემბერს ბელგრადში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში - სერბეთს.
ივანისენია "შახტარის" აღზრდილია. თბილისის "დინამოში" 2018-19 წლებში ასპარეზობდა. მას უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.