ეკვადორელი ფეხბურთელი: პუტინის წყალობით რუსეთში ხალხი კარგად ცხოვრობს და ბედნიერია

AutoSharing Option
"სოჭის" ეკვადორელმა ნახევარმცველმა კრისტიან ნობოამ, რომელიც აქამდე "რუბინში", "როსტოვში", მოსკოვის "დინამოში", "ზენიტში" თამაშობდა, ადგილობრივ გამოცემა championat-თან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ისაუბრა.

"პრეზიდენტი შესანიშნავ საქმეებს აკეთებს. ამიტომაც რუსეთში ხალხი კარგად ცხოვრობს და ბედნიერია. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მართალი ვარ, თუმცა ვხედავ ახალგაზრდებს პუტინის სახეებით მაისურებზე. ისინი პრეზიდენტს პატივს სცემენ. რუსი რომ ვიყო, რუსეთში რაც ხდება, ყველაფერს მხარს დავუჭერდი.

საგარეო პოლიტიკა? მე სოჭში ვცხოვრობ და ეგ ყველაფერი ჩემგან შორსაა. სხვაგან კი, ადამიანები თავად გადაწყვეტენ, რა არის კარგი და რა ცუდი", -
განაცხადა ნობოამ.

მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ იმედია, რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები ეკვადორელი ლეგიონერის მსგავსად არ ფიქრობენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგად ვიცნობ ეკვადორიელებს რა ჩიტებიც არიან, ბიჭი ჯუნგლებიდან ,,გოროდში,, მოხვდა და გამოშტერდა.
ava
28 ნოემბერი 2019 02:43
0
ამ სტატიის აზრს ამიხსნის ვინმე? ანუ პუტინი კარგია, ააშენა რუსეთი და იქნებ მალე ჩვნეც გვიშვლოს, რო მიგვაერთებს ბიძინა?
ლადო
28 ნოემბერი 2019 01:17
0
რატომ წაიღეთ, ტვინი ამ რეკლამებით?რა უბედურებაა ეს ყოველ წამს რეკლამის ყურება? პატივისცემა იქონიეთ ამ საიტის მომხმარებლების.ნუ იქცევით ასე უნამუსოდ.
დათო
18 ნოემბერი 2019 13:57
1
მართალია.საიტის ადმინისტრაციამ უნდაა გაითვალისწინოს, რომ ამდენი რეკლამა არ შეიძლება იხსნებოდეს როცა ამ გვერდზე შემოდიხარ. მობილურით წარმოუდგენელია შემოსვლა. სულ ჰამბურგერი და პიცაა ამოფარებული.
ჯერი
18 ნოემბერი 2019 15:17
0
რატო არ აქვეყნებთ ცუდი რა დავწერე სოჭი ქართული მიწაა
ირაკლი
18 ნოემბერი 2019 13:52
0
სოჭი რომ ქართული მიწაა ვინმემ უთხრას შეიძლება და ქართულ მიწაზე ბედნიერი იქნება აბა რა!
irakli mshvidobadze
18 ნოემბერი 2019 13:49
1
ეგ ზღაპრები ვალოდიას მოუყევი
G.LA-ს
18 ნოემბერი 2019 15:32
8
ამოვიღოთ თავიდაბ ტყუილები და მართლაც ჩვენი არ დაგვაგიწყდეს. სოჭი მხოლოდ 3 წლით იყო ჩვენს კონტროლს ქვეშ, როდესაც თეთრგვარდიელები გაყარეს ჩვენმა არმიამ და სოჭიც მუაყოლეს აქეთ.
G.LA
18 ნოემბერი 2019 14:11
14
ისეთ საქმეებს აკეთებს,რომ მეზობლები უბედურები არიან.თუ ყველა მეზობელი უბედურია და შენ ხარ ბედნიერი,ესე იგი რაღაც პრობლემა გაქვს.არა?
სოსო
18 ნოემბერი 2019 13:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული