ეკვადორელი ფეხბურთელი: პუტინის წყალობით რუსეთში ხალხი კარგად ცხოვრობს და ბედნიერია

AutoSharing Option
"სოჭის" ეკვადორელმა ნახევარმცველმა კრისტიან ნობოამ, რომელიც აქამდე "რუბინში", "როსტოვში", მოსკოვის "დინამოში", "ზენიტში" თამაშობდა, ადგილობრივ გამოცემა championat-თან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ისაუბრა.

"პრეზიდენტი შესანიშნავ საქმეებს აკეთებს. ამიტომაც რუსეთში ხალხი კარგად ცხოვრობს და ბედნიერია. ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით მართალი ვარ, თუმცა ვხედავ ახალგაზრდებს პუტინის სახეებით მაისურებზე. ისინი პრეზიდენტს პატივს სცემენ. რუსი რომ ვიყო, რუსეთში რაც ხდება, ყველაფერს მხარს დავუჭერდი.

საგარეო პოლიტიკა? მე სოჭში ვცხოვრობ და ეგ ყველაფერი ჩემგან შორსაა. სხვაგან კი, ადამიანები თავად გადაწყვეტენ, რა არის კარგი და რა ცუდი", -
განაცხადა ნობოამ.

მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ იმედია, რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები ეკვადორელი ლეგიონერის მსგავსად არ ფიქრობენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგად ვიცნობ ეკვადორიელებს რა ჩიტებიც არიან, ბიჭი ჯუნგლებიდან ,,გოროდში,, მოხვდა და გამოშტერდა.
0
ამ სტატიის აზრს ამიხსნის ვინმე? ანუ პუტინი კარგია, ააშენა რუსეთი და იქნებ მალე ჩვნეც გვიშვლოს, რო მიგვაერთებს ბიძინა?
ლადო
01:17 28-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული