არგენტინამ მესის მიერ 90+2-წუთზე გატანილი გოლით ურუგვაისთან ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა.

არგენტინა დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ურუგვაიმ 2 მომენტი გამოიყენა და 2:1 დაწინაურდა, ხოლო კომპენსირებულ დროში მესიმ ანგარიში გაათანაბრა.

მესიმ ნაკრებში 138 მატჩი ჩაატარა და მასკერანოს რეკორდამდე 9 შეხვედრა დარჩა.

თელ-ავივი. "ბლუმფილდი"
არგენტინა - ურუგვაი 2:2
გოლები: 0:1 კავანი (34), 1:1 აგუერო (63), 1:2 სუარესი (68), 2:2 მესი (90+2, პენ)

არგენტინა: ანდრადა, პაცელია, ოტამენდი, ტალიაფიკო, სარავია, პარედესი (გონსალესი 79), დე პაული (როდრიგესი 88), აკუნია (დომინგესი 68), მესი, აგუერო, დიბალა
(მარტინესი 76)

ურუგვაი: კამპანია, კოატესი (გონსალესი 17), ვინია, გოდინი, კასერესი, ვალვერდე (ბეტანკური 75), ვესინო, ლოსანო (როდრიგესი 88), ტორეირა, სუარესი, კავანი (ლაქსალტი 56)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული