სნეიდერი: შემეძლო მესისა და რონალდოს დონეზე მეთამაშა, მაგრამ არ მინდოდა

AutoSharing Option
ყოფილმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა ადგილობრივ გამოცემა Voetbalzone-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მესისა და რონალდოს დონეზე თამაში, "ოქროს ბურთის" მოგებაც შეეძლო, მაგრამ ამისი სურვილი არ ჰქონდა.

"დარწმუნებული ვარ, 100% რომ ჩამედო მესისა და კრიშტიანოს დონეზე ასასვლელად, ამას მოვახერხებდი. თუმცა მე არ მინდოდა "ოქროს ბურთის" მიღება 2010 წელს და არც მწყდება გული ამაზე. საქმე იმაში კი არაა, რომ არ შემეძლო, უბრალოდ, არ მინდოდა.

მე საკუთარი კარიერით სიამოვნებას ვიღებდი. მოვიგე ყველა პრიზი, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. ამიტომ, 1 წამითაც არაფერს ვნანობ.

მე გუნდური მოთამაშე
ვარ და წარმატებების მიღწევა თანაგუნდელთან ერთად მსიამოვნებს. 10 წელი გავიდა და ხალხი ისევ ამბობს, რომ 2010 წელს "ოქროს ბურთი" უნდა მომეგო. თუმცა ჩემთვის ეს პრობლემა არაა. მე ვამბობ: "კარგი, რა, ხალხო, მე ხომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ეს ჩემთვის ყველა ინდივიდუალურ პრიზზე უფრო მნიშვნელოვანია", - თქვა ჰოლანდიელმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არგინდოდა ყველი და პურია შე შენისა????
თემური
14:38 21-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული