იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა Golden Boy 2019-ის ჯილდოს მიღების სამი პრეტენდენტი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჯილდოს გამოცემა 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს.
ჯილდოსთვის ბრძოლას აგრძელებენ: ჯეიდონ სანჩო (ინგლისი, დორტმუნდი), ჟოაო ფელიში (პორტუგალია, ბენფიკა/ატლეტიკო) და კაი ჰევერცი (გერმანია, ლევერკუზენი)
გამარჯვებული 27 ნოემბერს, რომში გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჯილდო მატიას დე ლიხტს გადაეცა.