"შახტარი" სტადიონზე განცხადების რუსულად გამოცხადების გამო დააჯარიმეს

AutoSharing Option
იმის გამო, რომ უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში, კიევის "დინამოსთან" მატჩისას, სტადიონის დიქტორმა განცხადება რუსულ ენაზე გამოაცხადა, "შახტარი" 20 ათასი გრივნით (827 დოლარი) დააჯარიმეს.

"სტანდარტულია თუ არა ეს სასჯელი? ეს რეგლამენტით განსაზღვრული არ არის. მივიღეთ რა მხედველობაში სახელმწიფო ენის ნორმების კანონი და მისი ფუნქციონირება, გადავწყვიტეთ დონეცკური კლუბის დაჯარიმება.

სტადიონებზე რუსულად გამოცხადება ფეხბურთს ზიანს აყენებს. "შახტარმა" პირობა დადო, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება", - ციტირებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელ იგორ გრიშენკოს football.ua.
მკითხველის კომენტარები / 3 /
და საქართველოში უკრაინელების რუსული და რუსულობა გვიკვირს?
რუსეთის ჩვენთვისაც ოკუპანტია და მაინც მთელი საქართველო რუსული წარწერებით გავავსეთ.
სადაც წახვალ საქართველოში მაღაზიებს რესტორნებს სასტუმროებს რუსულად აწერია. ნახეთ რა ხდება ბათუმში ან სტეფანწმინდაში. თბილისიდან ყაზბეგამდე ტრასაზეც სულ რუსული წარწერებია.
არ მითხრათ ეხლა ტურისტებისთვისააო.
ეს ქვეყანა საქართველოა ჯერ და მერეა ტურიზმიც და დანარჩენიც.რა დონის ბრიყვი უნდა იყო ქართველი, პურის საცხობს რომ ხსნი საქართველოში ზედ რუსულად დააწერო "პეკარნია".
არ გვესმის და რა ვქნათ..
ამიტომაც გასდით რუსებს ყველაფერი საქართველოში. ჩვენით ვიბრუნებთ თავს რუსულ სამყაროში.

ჰმ!
11:26 22-11-2019
1
უკრაინული ენა დაავიწყდათ ეტყობათ, ისე უკრაინაში დიდ ქალაქებში უკრაინულზე კარგათ რუსული იციან და ოკუპანტების ენაზე საუბრობენ
irakli
07:28 22-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული