ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განმარტა, თუ რატომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც მისი გვარი შვედური გუნდის, სტოკჰოლმის "ჰამარბიუს" მაისურზე წერია.
"დღეიდან "ჰამარბიუს" ერთ-ერთი მფლობელი ვარ. მინდა, რომ ეს გუნდი მსოფლიოში წარმატებულად ვაქციო.
ამ კლუბს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. ამ გუნდის ლოგოს დანახვაზე მინდა, რომ ყველა ადამიანმა ამ კლუბის სახელი იცოდეს", - ამბობს ზლატანი.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი დეკემბერში თავისუფალი აგენტი ხდება. მის სახელს "ბოლონიასა" და "მილანს" უკავშირებენ.