Tuttosport-ი იუწყება, რომ 2019 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მადრიდის "ატლეტიკოს" 20 წლის ფორვარდი ჟოაო ფელიში დასახელდა.
გამოკითხვაში ხმის მიცემის უფლება ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ჰქონდათ. პორტუგალიელმა 332 ხმა მიიღო. მე-2 პოზიციაზე "დორტმუნდის" 20 წლის ვინგერი ჯეიდონ სანჩო გავიდა, რომელსაც მხარი 175-მა ადამიანმა დაუჭირა.
მე-3 პოზიცია "ლევერკუზენის" ფეხბურთელმა კაი ჰავერცმა ირგუნა, რომელმაც 75 ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა "ბენფიკადან" "ატლეტიკოში" 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ.