38 წლის ასაკში სამუელ ეტო'ო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

AutoSharing Option
El Mundo Deportivo იუწყება, რომ ცნობილი კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო'ო 38 წლის ასაკში სტუდენტი გახდა. ის 2020 წლის იანვრიდან ჰარვარდის უნივერსიტეტში ეკონომიკასა და მენეჯმენტს შეისწავლის.

"ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს დამეხმარება იმაში, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო", - ამბობს ეტო'ო.

შეგახსენებთ, რომ კამერუნელმა კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და მისი ბოლო კლუბი "ყატარი" გახლდათ.

მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "ბარსელონა", მილანის "ინტერი", ლონდონის "ჩელსი" და სხვა არაერთი ცნობილი გუნდია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული