"მალმიოს" გულშემატკივრებმა 38 წლის თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლს უნიტაზის საჯდომი და ნაგვის ტომარა ჩამოაცვეს.
ამის მიზეზი ისაა, რომ იბრაჰიმოვიჩი მეორე შვედური კლუბის, სტოკჰოლმის "ჰამარბიუს" თანამფლობელი გახდა.
ფანები ზლატანის ძეგლის აღებასაც მოითხოვენ.
იბრაჰიმოვიჩი "მალმიოს" აღზრდილია, მის ღირსებას 1999-2001 წლებში იცავდა, 47 მატჩში 18 გოლი გაიტანა, "ლოს ანჟელეს გალაქსისთან" კი კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.