"ოქროს ბურთი" მეექვსედ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ მოიპოვა, მეორე ადგილზე "ლივერპულის" მცველი ვან დეიკი გავიდა, რომელიც ცერემონიაზე ჟურნალისტებს კომენტარს არ დაზარდა:
"შესანიშნავი წელიწადი მქონდა. სამწუხაროდ, არის ისეთი ადამიანი, როგორიც მესია. ექვსი "ოქროს ბურთი" - ეს შთამბეჭდავია. ჯილდოსთან ახლოს ვიყავი, თუმცა უბრალოდ იყო ადამიანი, რომელიც ჩემზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია. ვამაყობ იმით, რასაც "ლივერპულში" და ნაკრებში მივაღწიე. ვფიქრობ, წარმატების გამეორება შეგვიძლია.
არასოდეს მიფიქრია, რომ ამ პრიზის ნომინანტი ვიქნებოდი. ოცნება ყოველთვის შეიძლება აგიხდეს, ამისათვის უნდა იშრომო და წინ იარო. აქ ყოფნით ვამაყობ და
ეს მაიძულებს კიდევ უფრო მეტი და მეტი ვიმუშავო".