"რეალი" საკლუბო რევოლუციას აპირებს - უეფა ამას ფეხბურთისთვის სასიკვდილოს და სულელურს უწოდებს

AutoSharing Option
"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეით გამოვიდა, - იტყობინება "ნიუ იორკ ტაიმსი".

თავისი იდეა პერესმა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსა და ზოგიერთი ტოპ-კლუბის წარმომადგენლებს გააცნო.

პერესის გეგმის მიხედვით, სუპერლიგაში ძირითადად ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის გუნდები იასპარეზებენ, მთელი სეზონი გაგრძელდება და ისინი ეროვნულ პირველობებზე მონაწილეობას არ მიიღებენ.

სუპერლიგა ორი დივიზიონით დაკომპლექტდება და თითოეულში 20 გუნდი იქნება. იმოქმედებს აღზევებისა და დაქვეითების სისტემა, ოღონდ ტურნირი დახურული იქნება.

პროგნოზის მიხედვით, ზოგიერთ კლუბს შეატყობინეს, რომ სუპერლიგაში მათი შემოსავალი გაორმაგდება.

ფიფაში ამაზე კომენტ
არი არ გააკეთეს და მხოლოდ თქვეს, რომ მათი ორგანიზაციის პრეზიდენტი ვალდებულია აქტუალურ თემებზე დაინტერესებულ მხარეებს მოუსმინოს.

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა პერესის პროექტი გააკრიტიკა:

"წავიკითხე ეს უაზრო გეგმა. თუ შეიძლება ამ ცნობას დავუჯეროთ, იდეა მხოლოდ ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტისგან და არა მფლობელისგან მოდის. უფრო ეგოისტური სქემა ძნელად წარმოსადგენია.

უდავოა, ეს მთელ მსოფლიოში ფეხბურთის სიკვდილს გამოიწვევს. მხოლოდ ერთეულები ისაგებლებენ.

საბედნიეროდ, საფეხბურთო სამყარო საკმარისად კეთილგონიერია, რათა ეს სულელური იდეა არ განხორციელდეს".
მკითხველის კომენტარები / 3 /
შეილება დღეს და ხვალ არა,მაგრამ აღარაა შორს ის დრო რომ ეს პროექტი ამუშავდება მეგობრობო,ეს გარდაუვალია მოგვწონს თუ არა ის."ბობოლა" გუნდები მცირეკალიბრიანებთან თამაშით, დროს აღარ დაკარგავენ და გაცილებით ბევრ შემოსავალსაც მიიღებენ.რაც არ უნდა იყვიროს ფიფამ და უეფამ ეს არ გააკეთოთო,მაინც იქნება,შეიქმნება ცალკე ორგანიზაცია რომელიც ჩაატარებს ამ ტურნირს.ყველა ვხედავთ რომ ფეხბურთი კარგა ხანია გასცდა სპორტს და იქცა ბიზნესის უმაღლეს მწვერვალად.
გულშემატკივარი
13:57 07-12-2019
4
ვთავაზობ ინიციატორებს ფიფასაგან განსხვავებული წესებით ითამაშონ და დაუტოვონ ფიფას მისი უვარგისი წესები და რეგულაციები. ფიფა საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და მასობრიობას მიხედოს.ბიზნესი ბიზნესმენების საქმეა და არა იმ მაფიოზური კლანის, რომლადაც ფიფა იქცა.
ვეტერანი
09:47 07-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული