გოსდუმის დეპუტატმა და ცსკა-ს ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ რუსეთის 4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირზე მონაწილეობის აკრძალვაზე გააკეთა კომენტარი.
"ძლევამოსილი სპორტული სახელმწიფოს მიმართ ასეთი მკაცრი და შოკისმომგვრელი განაჩენის გამოტანას არანაირად არ ველოდი! მსგავსი რამ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.
ეს ხომ ბოდვაა! რატომ არ ამოწმებენ სხვა ფედერაციებს - აშშ-ს, ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს?! WADA-ს გადაწყვეტილება პოლიტიკურია!
ეს უზარმაზარი უსამართლობაა. სპორტსმენები 4 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ კარიერაში უმთავრეს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. რისთვის?! ჩვენ
ახლა კი ეს შეიძლება ფეხბურთს შეეხოს. საკითხი ფიფას უახლოეს სხდომაზე განიხილება. ძალიან რთული სიტუაციაა. ყველა შესაძლებელი საშუალებით უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსებისათვის", - ციტირებს გაზაევს "სპორტ-ექსპრესი".