გაზაევი: ძლევამოსილი რუსეთის ასე დასჯას არ მოველოდი - აშშ-ს რატომ არ ამოწმებენ?!

AutoSharing Option
გოსდუმის დეპუტატმა და ცსკა-ს ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ რუსეთის  4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირზე მონაწილეობის აკრძალვაზე გააკეთა კომენტარი.

"ძლევამოსილი სპორტული სახელმწიფოს მიმართ ასეთი მკაცრი და შოკისმომგვრელი განაჩენის გამოტანას არანაირად არ ველოდი! მსგავსი რამ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

ეს ხომ ბოდვაა! რატომ არ ამოწმებენ სხვა ფედერაციებს - აშშ-ს, ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს?! WADA-ს გადაწყვეტილება პოლიტიკურია!

ეს უზარმაზარი უსამართლობაა. სპორტსმენები 4 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ კარიერაში უმთავრეს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. რისთვის?! ჩვენ
გასულ ოლიმპიადაზე უკვე განვიცადეთ დამცირება, მაშინ ნეიტრალური დროშით ვიასპარეზეთ...

ახლა კი ეს შეიძლება ფეხბურთს შეეხოს. საკითხი ფიფას უახლოეს სხდომაზე განიხილება. ძალიან რთული სიტუაციაა. ყველა შესაძლებელი საშუალებით უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსებისათვის", - ციტირებს გაზაევს "სპორტ-ექსპრესი".

მკითხველის კომენტარები / 46 /
მართლმადიდებელი რუსეთის წინააღმეგაა მთელი მსოფლიო შეთქმული
გრიგოლ1408
09 დეკემბერი 2019 19:50
79
გრიგოლი მაგარი კაცია. აი მოხუცები მახსენდება 37 მანეთად რო დაფრინავდნენ რუსეთებში. ვერ ხვდება რო 21 საუკუნეა და რუსეთი ყველას მაგრა კიდია და რუსულიც კიდევ.
ზურა
10 დეკემბერი 2019 02:24
2
მართლმადიდებლობის ბურჯი დაგავიწყდა :))))
: )))))))
09 დეკემბერი 2019 21:12
2
მესამე მსოფლიო ომი წამოიწყეთ აღგავეთ პირისაგან მიწისა დედამიწა რუსო დერჟავისტებო ამის პატიება შეუძლებელია
Hitler
09 დეკემბერი 2019 19:45
4
გაზაევის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ მაგისთვის ეგ მზადაა
დინამოელი
09 დეკემბერი 2019 20:20
3
სად გაქვთ სიმართლე.....იმათ იმიტომ არ სინჯავენ-დოპინგს არ სვამენ და არ იკეთებენ, შენ უტვინო....
simartle
09 დეკემბერი 2019 19:34
15
მთელი რუსეთი ავადმყოფია. გაზაევიანად.
აშშ რა შუაშია, რუსეთმა ჩააოხრა საქმეში და აშშ-ს კითხულობენ ისევ.
ამათ არაფერი არ ეშველებათ.
ჯერი
09 დეკემბერი 2019 19:27
15
და რამდენი მეხოტბე ჰყავს ამ აქოთებულ რუსეთს არ აკვირდები? ეგ რომ განადგურდეს, რა ეშველება ჩვენს ამდენ ეროვნულ მოქალაქეს!
????
10 დეკემბერი 2019 11:18
0
ვალერა შე საწყალო, რა ვერ გაიგე რომ მსოფლიოს სუსტები , დაჩაგრულები და უსმართლოები მართავენ, ისინი მხოლოდ ისეთ "ძლიერ და ძლევამოსილ" ქვეყნებს ებძვიან და უმწარებენ ცხოვრებას როგორიც ღვთისნიერი, უცოდველი და დიდებული რაშკაა :) :) :) აბა ჩასვრილ, გამათხოვრებულ და არშემდგარ ქვეყანას აშშ-ს კი არ ერჩიან....
sasacilo xar
09 დეკემბერი 2019 19:06
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული