კატალონიური "ბარსელონა" არის ერთადერთი კლუბი ტოპ 5 ლიგის ჩემპიონი კლუბებიდან, რომელმაც წინა წელთან შედარებით პროგრესი განიცადა და ჩემპიონატების ამ ეტაპზე უფრო მეტი ქულა მოაგროვა, ვიდრე 2018 წელს ჰქონდა.
დანარჩენი გუნდები, რომლებმაც გასულ წელს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატები მოიგეს, შეჯიბრების ამ მონაკვეთზე შარშანდელზე ცუდად გამოიყურებიან.
ლა ლიგის 15 ტურის შემდეგ "ბარსელონამ" 34 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა ( 2018/19 წლების სეზონში 31 ქულა ჰქონდა და 1-ელ ადგილზე იყო).
"მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგის 16 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს (შარშან
41 ქულა ჰქონდა და მე-2 ადგილზე იყო).
ტურინის "იუვენტუსს" 36 ქულა აქვს 15 ტურის შემდეგ და სერია А-ში მეორე პოზიციაზეა (შარშან 43 ქულა ჰქონდა და პირველ ადგილზე იყო).
გერმანიის ბუნდესლიგის 14 ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" 24 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა (შარშან 27 ქულით მე-3 პოზიციას იკავებდა).
პსჟ-ის აქტივში ლიგა 1-ის 17 ტურში მოპოვებული 39 ქულაა და პირველ ადგილს იკავებს (შარშან 47 ქულით იყო პირველ პოზიციაზე).