კეთილი იყოს შენი დაბრუნება - ლუკ შოუმ ლუკაკუს დასცინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა ლუკ შოუმ თავის ყოფილ თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს დასცინა, რომლის "ინტერიც" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

შოუმ "ტვიტერზე" ლუკაკუს ძველი ფოტო გააზიარა, რომელზეც ბელგიელს სათაურად "ჩემპიონთა ლიგა" ეწერა და თავად დაასათაურა: "კეთილი იყოს შენი დაბრუნება".

შოუს კომენტარი თვითირონიულიც იყო, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედიც" ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.

ეს არა ბოროტი კომენტარი, არამედ მეგობრული ხუმრობა იყო. სექტემბრის დასაწყისში ლუკაკუმ "წითლების" სტატისტიკური მონაცემები გააზიარა, სადაც ჩანდა, რომ შოუ სპრინტში გუნდის წევრებს შორის ყველაზე ნელი იყო და სათაურად დაურთო:
"მადლობა მსოფლიოს იმის ჩვენებისთვის, რომ შოუზე სწრაფი ვარ."

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაიჰმეეეე, თეთრმა შავს "დასცინა"... სადა ხართ ლიბერალებო, გვემხობა მსოფლიო თავზე!!! :)
დათო
13:45 11-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული