ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ევრო 2020-ს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ლიონის ოლიმპიკისა" და ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მემფის დეპაიმ გუშინ, 15 დეკემბერს, ლიგა 1-ის ეგიდით ჩატარებულ მატჩში "რენის" წინააღმდეგ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

ძალიან დასანანი ამბავია, რადგან დეპაი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებდა: ლიგა 1-ში 12 ტურის შემდეგ 9 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო ეროვნული გუნდის მაისურით საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 თამაშში 6 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა ის გუნდის კაპიტნად დაასახელა.

დეპაის მინიმუმ 6 თვის გამოტოვება მოუწევს, რადგან ექიმების რეკომენდაცია ასეთია. უფრო ადრე დაბრუნება კი, უდიდესი
ალბათობით, ტრავმის რეციდივის "გარანტია".

აღსანიშნავია, რომ "რენთან" მატჩში ჯვარედინი მყესები "ლიონის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაიწყვიტა - 21 წლის რეინე ადელაიდემ, რომელიც საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და საქართველოსთან მატჩში დუბლი შეასრულა. ადელაიდესაც მინიმუმ 6 თვით უქმობა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული